23:26 | 2020-05-30 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ყარაჯალელი ბიჭი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს დააჯარიმეს, პატარა ქორწილის გადახდას გეგმავს

ყარაჯალელი ბიჭი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს დააჯარიმეს, პატარა ქორწილის გადახდას გეგმავს

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების გამო, 9 000-მდე მოქალაქე დაჯარიმდა.

 

ერთ-ერთი ყველასთვის ნაცნობი ყარაჯალელი ბიჭია, რომელიც შეყვარებულისთვის სიყვარულის ახსნის გამო, მეგობრებთან ერთად 21 000 ლარით დააჯარიმეს.

 

რათხან ყურბანოვიპრაიმტაიმთან“ ამბობდა, რომ სიყვარულის გამო სახლსაც კი გაჰყიდდა და ღია ცის ქვეშ იცხოვრებდა. ჩვენთან გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, რამდენიმე მოქალაქემ მისი დახმარების სურვილიც გამოთქვა.

 

მესამე სართულიდან გადავარდნილი ჰიპ-ჰოპ არტისტი „ცოდნა ფულიას“ გამარჯვებულია
2020-05-30მესამე სართულიდან გადავარდნილი ჰიპ-ჰოპ არტისტი „ცოდნა ფულიას“ გამარჯვებულია

 

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, გადაიხადა თუ არა წყვილმა ჯარიმა.

 

„ჯარიმა სასამართლოში გავასაჩივრე, ჯერ არ ვიცით რა ხდება.

 

ბევრმა მითხრა, ანგარიშის ნომერი მომწერე და დაგეხმარებიო – უხერხულია ხალხის დახმარება, ყველას უარი ვუთხარი“, – გვითხრა რათხანმა.

 

ახალგაზრდა ბიჭი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ჯარიმის გადახდა მოუწევს და სასამართლო მის სარჩელს არ დააკმაყოფილებს, ქორწილის გადახდას ვერ შეძლებს.

 

„ველოდებით, ჯარიმის გადახდა თუ არ მომიწია, მე და ჩემი შეყვარებული ქორწილს გადავიხდით.

 

ზუსტად ვიცი, ჯარიმის გადახდის შემთხვევაში ამას ვერ ვიზამთ.

 

თან დიდი ქორწილებიც არ არის დაშვებული. 3-4 ადამიანი ჩემი მხრიდან, 3-4 მისი და შეიძლება პატარა ქორწილი გადავიხადოთ“, – გვითხრა რათხან ყურბანოვმა.

 

 

გაიგეთ, რა შემთხვევაში არ გადაიხდით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმას
2020-05-23გაიგეთ, რა შემთხვევაში არ გადაიხდით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმას

 

„პრაიმტაიმი“ წყვილის ადვოკატს, ბაადურ გულიაშვილსაც ესაუბრა.

 

„ჯარიმა გასაჩივრებულია, წარმოებაში მიღებული აქვთ. სხდომა ჯერ ჩანიშნული არ არის.

 

სასამართლო როგორ გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ისე იქნება“, – ამბობს ადვოკატი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X