
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
დიდი სიჩქარით მოძრავი 2 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
„ერთ-ერთი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – ამბობენ თვითმხილველები.
ნიკეას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინაც მოხდა, შემთხვევის შედეგად 11 წლის გოგო დაიღუპა.























