10:50 | 2020-05-31 ავტორი: Prime Time

საარჩევნო სამზადისი და პოლიტიკური პარტიების გეგმები

საარჩევნო სამზადისი და პოლიტიკური პარტიების გეგმები

2020 წლის საპარლამენტო საარჩევნო კოდექსზე მუშაობა ამ კვირაში საბოლოოდ უნდა დასრულდეს.

 

ხვალიდან კი კანონპროექტის საყოველთაო სახალხო განხილვის პროცედურები უნდა დაიწყოს, რომელიც პანდემიის გამო, სატელევიზიო ფორმატის იქნება.

 

ამ პროცედურების შემდეგ კი სავარაუდოდ, 21 ივნისს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის პირველი მოსმენა შედგება.

 

სამი მოსმენით კანონპროექტის მიღება კი პარლამენტს უკვე 29 ივნისისთვის შეეძლება.

 

რას აპირებს ოპოზიცია?!

 

პარტია „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ცნობილია.

 

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი მხარდაჭერა არ ექნება.

 

ოპოზიცია 20 ივნისის აქციისთვის ემზადება
2020-05-18ოპოზიცია 20 ივნისის აქციისთვის ემზადება

 

 

„ქართული ოცნება“ კი აცხადებს, რომ პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა სპეკულაციაა და ოპოზიციიის ეს გადაწყვეტილება, თავად მათვე დააზიანებს.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ოპოზიციის გარეშეც შესაძლებელია ⇓⇓⇓

რაც შეეხება კანონპროექტის მიღებას, ვფიქრობთ, რომ მათი მხარდაჭერის გარეშეც, ალბათ, შესაძლებელი იქნება, კანონის მიღება იქედან გამომდინარე, რომ 117-მა დეპუტატმა უკვე დაადასტურა მხარდაჭერა.

იცით, რომ 113 ხმა სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. მაღალი ალბათობით მაინც გავა საკონსტიტუციო ცვლილებები.

 

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ კენჭისყრას 26 დეპუტატის ხმა დააკლდება.

 

შეძლებს თუ არა მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ოპოზიციის გარეშე
2020-05-15შეძლებს თუ არა მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ოპოზიციის გარეშე

 

როგორ შეიძლება შეივსოს მხარდამჭერი ხმები:

 

  • 91 ხმა – „ქართული ოცნება“

 

  • 7 ხმა – „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ დემოკრატები“

 

  • 6 ხმა – „დამოუკიდებელ დეპუტატთა ფრაქცია“

 

დარჩენილ ხმები კი „ქართული ოცნებიდან“ წასული უფრაქციო დეპუტატებისგან შეივსება.

 

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია აანონსებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ.

 

ვინ იქნებიან ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი კანდიდატები? 

 

დიდი ალბათობით ოპოზიციიის საერთო მაჟორიტარი კანდიდატები იქნებიან:

 

ოპოზიციის სავარაუდო მაჟორიტარი კანდიდატები ცნობილია! - არჩევნები 2020
2020-05-24ოპოზიციის სავარაუდო მაჟორიტარი კანდიდატები ცნობილია! - არჩევნები 2020

 

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა მელია

„ლეიბორისტული პარტია“ შალვა ნათელაშვილი

„პოლიტიკური პარტია გირჩი“ ზურაბ ჯაფარიძე

„გამარჯვებული საქართველოსთვის“ ირაკლი ოქრუაშვილი

„რესპუბლიკური პარტია“ დავით ბერძენიშვილი

„დემოკრატიული საქართველო“ ნინო ბურჯანაძე 

 

მაჟორიტარ კანდიდატად საკუთარ თავს განიხილავს ალეკო ელისაშვილიც.

 

რაც შეეხება, პარტია ლელოს, ისინი მაჟორიტარ კანდიდატებს დამოუკიდებლად წარადგენენ.

 

გარდა საერთო მაჟორიტარული კანდიდატებისა, ოპოზიციის ნაწილს შესაძლოა პროპორციული სიების ერთად დაკომპელქტებაც მოუწიოთ. საბოლოოდ კი პარლამენტში კოალიციის შექმნის აუცილებლობის წინაშე დადგნენ.

 

კახა ოქრიაშვილი მაჟორიტარობას მეხუთედ აპირებს
2020-05-27კახა ოქრიაშვილი მაჟორიტარობას მეხუთედ აპირებს

 

ვინ იქნებიან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები ამ დრომდე უცნობია. ცნობილია ის, რომ საკითხზე კონსულტაციები პარტიაში უკვე დაწყებულია.

 

ერთადერთი ვინც ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა კახა ოქრიაშვილია, ის მაჟორიტარობას მეხუთედ აპირებს.

 

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით უნდა ჩატარდეს.

 

შეთანხმება საერთაშორისო დიპლომატების ჩართულობით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის 8 მარტს შედგა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ცნობილია როგორ გადანაწილდება 30 მაჟორიტარული ოლქი საქართველოში - არჩევნები 2020
2020-05-24ცნობილია როგორ გადანაწილდება 30 მაჟორიტარული ოლქი საქართველოში - არჩევნები 2020
 
არჩევნები 2020: რაზე დავობს ოპოზიცია და ხელისუფლება - ნახეთ გასაგებად და დეტალურად
2020-05-12არჩევნები 2020: რაზე დავობს ოპოზიცია და ხელისუფლება - ნახეთ გასაგებად და დეტალურად

 

 

ავტორი: Prime Time

X