12:34 | 2020-05-31 ავტორი: Prime Time

საბურთალოზე კორონავირუსის გამო უკვე ორი ლოკაცია „გაწითლდა“

საბურთალოზე კორონავირუსის გამო უკვე ორი ლოკაცია „გაწითლდა“

„ე.წ საბურთალოს კლასტერი“ ფართოვდება. დღეს დედაქალაქში კიდევ 4 ახალი კოვიდინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც აღნიშნულ კლასტერს მიეკუთვნება.

 

ინფიცირების წყარო, საბურთალოს რაიონში ნუცუბიძის მეორე პლატოზე დევნილთა კორპუსში ცხოვრობდა, სადაც ეპიდემიოლოგებმა თითქმის ყველა მოსახლეს ტესტი აუღეს და ტერიტორიის დეზინფექციაც ჩაატარეს.

 

 

Exclusive: თბილისის ცენტრში საცხოვრებელი კორპუსი კარანტინში ჩაკეტეს?!
2020-05-29Exclusive: თბილისის ცენტრში საცხოვრებელი კორპუსი კარანტინში ჩაკეტეს?!

 

 

რაც შეეხება მეორე ლოკაციას, ინფიცირების წყარო ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა. სწორედ ამ ლოკაციაზე დაუდასტურდა ერთ ადამიანს კორონავირუსი.

 

საცხოვრებელი უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერჯერობით სადეზინფექციო სამუშაოები არ ჩატარებულა და არც მოსახლეობისთვის გაუკეთებიათ კორონავირუსზე ტესტი.

 

„აუცილებლად უნდა შემოწმდნენ და დეზინფექციაც აუცილებლად უნდა ჩატარდეს”- აცხადებს ადგილობრივი.

 

„სტუმრად იყო ბიძასთან. 7 ოჯახის წევრია გადაყვანილი კარანტინში, მათგან ერთს დაუდატურდა” – აცხადებს საბურთალოს მცხოვრები.

 

დღეს კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

 

ავტორი: Prime Time

X