13:26 | 2020-05-31 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ლელა სტურუა – თამბაქოს მოხმარებით საქართველოში 11 400 ადამიანი იღუპება, აქედან 300 ბავშვია

ლელა სტურუა – თამბაქოს მოხმარებით საქართველოში 11 400 ადამიანი იღუპება, აქედან 300 ბავშვია

თამბაქოს მოხმარებით საქართველოში 11 400 ადამიანი იღუპება, აქედან 300 ბავშვია , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სტურუამ განაცხადა.

 

„წელს კოვიდპერიოდში ძალიან ბევრმა ინდუსტრიამ შეცვალა თავისი მოქმედება, ბიზნესი. ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიამ დაიწყო სადეზინფექციო ხსნარების წარმოება, ტექსტილზე და მსუბუქ მრეწველობაზე მომუშავეებმა ნიღბების,

 

მაგრამ თამბაქოს ინდუსტრიამ არაფერი შეცვალა. პირიქით, უფრო გააძლიერა თავისი მარკეტინგული, ლობისტური მოქმედებები.

 

„ქალი იდგა ალმოდებულ სახლში ჩვილთან ერთად
2020-05-31„ქალი იდგა ალმოდებულ სახლში ჩვილთან ერთად" - რას ჰყვება პატრული, რომელმაც 3 თვის ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

 

გვესმის, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა, მით უმეტეს დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყანა იძულებულია თავისი ეკონომიკური მდგომარეობის გამო გარკვეული შენაწირები მიიღოს თამბაქოს ინდუსტრიისგან,

 

მაგრა ეს უკან არ აგდებს იმ ფაქტს, რომ თამბაქოს მოხმარებით იღუპება 8 მილიონი ადამიანი მსფოლიოში, ხოლო საქართველოში 11400 ადამიანი.

 

ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, 3000-მდე იღუპება თამბაქოს პასიური მოქმედებით, აქედან 300 ბავშვია.

 

ყოველდღე თამბაქოს ინდუსტრიის ხრიკების და მისი ლობისტური ქმედებების გამო გვეღუპება ერთი ბავშვი ქვეყანაში, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია“, – განაცხადა ლელა სტურუამ.

 

 

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X