
რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს სიტყვით მოციქულთა სასახლიდან მიმართა.
მან განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდში, ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი ადამიანების გადარჩენაა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„ ან ეკონომიკის დახმარება, ადამიანები ეკონომიკაზე უფრო მნიშვნელოვანია.
ჩვენ, ადამიანები წმინდა სულის ტაძრები ვართ, ეკონომიკა კი – არა.
თქვენ იცით, რომ მსგავსი კრიზისიდან ხალხი ისე ვერ გამოდის, როგორც ადრე. ჩვენ, ამ კრიზისიდან ან უკეთესად გამოვალთ, ან – უარესად.
მოდით ვიქონიოთ მხნეობა, რომ უწინდელზე უკეთესად გამოვიდეთ, რათა პანდემიის პოსტკრიზისული პერიოდი პოზიტიურად ავაშენოთ .“ – განაცხადა პონტიფექსმა.
რომის პაპის ქადაგებას მოედანზე შეკრებილების მხრიდან, აპლოდისმენტები მოჰყვა.
























