
ნიგერიაში 22 წლის სტუდენტი გოგო, უვავერა ომოზუვა ეკლესიაში მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
უვავერა ექიმობაზე ოცნებობდა. ის სახლთან მდებარე ეკლესიაში ხშირად დადიოდა. ეკლესიაში ის სიმშვიდეს პოულობდა. ერთხელაც, როდესაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ეკლესიაში წიგნს კითხულობდა, იქ რამდენიმე კაცი შევიდა. მათ გოგონა ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი ცეცხლსაქრობი ჩაარტყეს.
შემთხვევა ბენინ სიტიში მოხდა. უვავერა საავადმყოფოში გადაყვანიდან სამ დღეში გარდაიცვალა.
პოლიციაში საქმე მკვლელობის ბრალდებით აღძრეს და გაუპატიურების ფაქტს არ ადასტურებენ.























