
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.
როდიდან აღინიშნება ის მსოფლიოში და რატომ დაარსდა?
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო, 1949 წლის ნოემბერში პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესი შედგა.
კონგრესზე დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელს მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.
1950 წლიდან ის მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
რატომ მაინდამაინც 1 ივნისი?
ისტორიაში ცალსახად არაა მოცემული, რატომ აღინიშნება ეს დღე მაინცდამაინც 1 ივნისს.
მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან – ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული „დუან-უცზე“ – დრაკონის ნავების ფესტივალი.
ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ჟენევაში „ბავშვთა“ კონფერენცია იმართებოდა.
რა არის ამ დღის მიზანი?
ეს დღე ერთგვარი შეხსენებაა სახელმწიფოსთვის, რომ ის ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა.
მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სიმბოლური დროშა გამოსახავს
მწვანე ფონზე (რაც ზრდის, ჰარმონიის, ხალისისა და ნაყოფიერების სიმბოლოა) დედამიწის, როგორც საყოველთაო სახლის ირგვლივ განლაგებული სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურები მრავალფეროვნებას, მრავალმხრივობასა და მშვიდობას ასახავენ.
























