
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მოძრაობა Antifa-ს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს. ამის შესახებ ამერიკის ლიდერმა „ტვიტერზე“ დაწერა.
ამერიკის სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, მოძრაობა ამერიკის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, მინეაპოლისში, ატლანტაში, ლოს-ანჯელესში, ფილადელფიაში და ა.შ მიმდინარე მოვლენებთან კავშირში დაადანაშაულეს.
ამასთან, საპროტესტო აქციების გამო აშშ-ის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც პოლიციამ ძალის გამოყენებით 46 წლის მამაკაცი, ჯორჯ ფლოდი დააკავა.
ფლოდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია.
კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია.
მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.























