
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებული რამდენიმე შეზღუდვა დღეიდან მოიხსნება:
გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები;
ასევე მუშაობას განაახლებს ღია სივრცის მქონე რესტორნები.
ასევე დაგაინტერესებთ:
შეზღუდვების ჩამონათვალი, რომლებიც კვლავ ძალაში რჩება.
საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა;
საგანმანათლებლო დაწესებულებები;
სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები დახურული რჩება;
ტაქსებში 3 ადამიანზე მეტის ყოფნა ისევ აკრძალულია;
სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღინისძიებების ჩატარება;
აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფორმით;
დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში, და სოციალური დისტანციის დაცვა;
იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი).























