09:39 | 2020-06-01 ავტორი: Prime Time

დღეიდან განახლდა ღია სივრცის მქონე კვების ობიექტების მუშაობა

დღეიდან განახლდა ღია სივრცის მქონე კვების ობიექტების მუშაობა

დღეიდან, ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა მუშაობა განაახლეს.

 

იმ შემთხვევაში, თუ დღეიდან რესტორანში წასვლას გეგმავთ, ადგილები წინასწარ უნდა დაჯავშნოთ.

რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან
2020-06-01რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან

 

გარდა ამისა, ობიექტი ვალდებულია, მომხმარებელს და პერსონალს თერმოსკრინინგი ჩაუტაროს. აუცილებელია პირბადის ტარება და ორმეტრიანი დისცანტიის დაცვა.

 

რესტორანში, თითოეულ მაგიდასთან არ უნდა განთავსდეს 6 ადამიანზე მეტი. რეკომენდაციების თანახმად, კვების ობიექტმა უნდა უზრუნველყოს სტუმრებისათვის ერთჯერადი მენიუს შეთავაზება.

ავტორი: Prime Time

X