
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით სასწავლო პროცესი შეიძლება გადაიწიოს.
„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება გადაიწიოს. თუმცა, როგორც სხვა ქვეყნები ვემზადებით იმისთვის, რომ, როგორც ახლა ისე სექტემბერში კოვიდთან ერთად თანაცხოვრება მოგვიწევს.
შესაბამისად ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.























