15:38 | 2020-06-01 ავტორი: Prime Time

საქართველოში ყველაზე პოპულარული დელფინი 10 წლის გახდა – ნახეთ სახალისო ვიდეო იუბილარზე

საქართველოში ყველაზე პოპულარული დელფინი 10 წლის გახდა – ნახეთ სახალისო ვიდეო იუბილარზე

ბათუმის დელფინარიუმის ყველაზე პოპულარული ბინადარი დღეს იუბილარია.

 

დელფინი სახელად „ნინი“ 10 წლის გახდა.

 

 

„ნინი განახლებულ დელფინარიუმში მოვლენილი პირველი სიხარულია და ალბათ, ამიტომაც შეიყვარა ჩვენმა ვიზიტორებმა განსაკუთრებით.

 

სწორედ ამ დღეს, პირველ ივნისს მოევლინა იგი ქვეყნიერებას და კიდევ უფრო გააფერადა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ჩვენთან, ბათუმის დელფინარიუმში, სადაც ყოველი დღე, ისედაც დღესასწაულია…

 

ნინის დედას მონიკას კი 2 წლის შემდეგ ვაჟი გაუჩნდა.

 

გილოცავთ პატარებო!

 

ასევე ჩვენც ვღებულობთ მილოცვებს, ვულოცავთ ჩვენი დელფინარიუმის ოჯახის თითოეულ წევრს და ჩვენს გულშემატკივრებს, ნინის დღეს, ნინოობის ბრწყინვალე დღესასწაულს და აქვე, განსაკუთრებულად, მსოფლიო პატარებს დღეს, რომელიც ყველაზე ფერადი და პოზიტიურია.

 

გისურვებთ ნათელ მომავალს“, – ვკითხულობთ ბათუმის დელფინარიუმის განცხადებაში. 

ავტორი: Prime Time

X