
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო აღლუმზე დაპატიჟა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტირის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა. სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა ფაშინიანს ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა.
ამასთან კორონავიურისისგან მალე გამოჯანმრთელება უსურვა მას და მის ოჯახის წევრებს.
რუსეთის პრეზიდენტთან საუბარში ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ 24 ივნისამდე გამოჯანმრთელდება და გამარჯვების დღის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმსა და სხვა ღონისძიებებზე დასწრებას შეძლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.























