23:34 | 2020-06-01 ავტორი: თამთა თორდია

25%-ია დამწვარი! – გუგა ქაშიბაძე აფეთქების დროს დამწვარ 48 წლის მამაკაცზე

25%-ია დამწვარი! – გუგა ქაშიბაძე აფეთქების დროს დამწვარ 48 წლის მამაკაცზე

თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად, დაშავებული 48 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

 

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, დაშავებულმა დამწვრობა სხეულის 25%-ზე მიიღო, მას აღენიშნება სასუნთქი გზების დაზიანება.

 

„ჩვენთან გადმოიყვანეს 48 წლის მამაკაცი და 25%-ია დამწვარი, მეორე-მესამე ხარისხის საეჭვო სასუნთქი გზების დაზიანება აქვს. თავსდება ახლა დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში“ , – განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ გუგა ქაშიბაძემ.

 

ცნობისთვის, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, დაშავდა ერთი ადამიანი.

 

ჩემს კორპუსში ყველა კარი შემოამტვრია! - ნოდიკო ტატიშვილი საბურთალოზე მომხდარ აფეთქებაზე
2020-06-01ჩემს კორპუსში ყველა კარი შემოამტვრია! - ნოდიკო ტატიშვილი საბურთალოზე მომხდარ აფეთქებაზე
ავტორი: თამთა თორდია

X