09:41 | 2020-06-02 ავტორი: Prime Time

ვინ არიან ხობში ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილი ახალგაზრდები

ვინ არიან ხობში ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილი ახალგაზრდები

სოფელ ნოჯიხევთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა.

 

მეზობლების ინფორმაციით, ორივე დაღუპული მეზობლები იყვნენ.

 

„დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს სოფელ ბიაში. ზურაბ კუჭავს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, ხოლო ზვიად იოსავას-ერთი. ზვიადი არსად არ მუშაობდა, ხოლო ზურაბს დაფნის საამქრო ჰქონდა.

 

დაღლილი მოსულა ზურაბი და შეემსწრეებიც არიან, ზვიად უთხოვია სადღაც გაყოლა. სახლიდან სულ რაღაც 10 წუთის სავალზე ეს ტრაგედია დატრიალდა.

 

საშინელი მოსახვევია, შარშანაც 55 წლის მამაკაცი შეასკდა ხეს და გარდაიცვალა”,- გვითხრა სოფელ ბიის მაცხოვრებელმა.

 

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

 

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X