
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სატელოფონო საუბრის დროს პუტინსა და დონალდ ტრამპს აშშ-ი მიმდინარე მოვლენებზე არ უსაბრიათ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„არა, ეს არ ეხება ამერიკა-რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებს“,- განაცხადა პესკოვმა.
ჟურნალისტის კითხვას – ხედავს თუ არა პარალელს მიმდინარე მოვლენებში ამერიკელი და რუსი პოლიციელების ქმედებებს შორის – პესკოვი ასე პასუხობს:
„არანაირი პარალელი არ არსებობს. მადლობა ღმერთს, რაც ამერიკაში ხდება, ჩვენთან არ ხდება. ვიმეორებ, მადლობა ღმერთს“, – აცხადებს პესკოვი.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა. მის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა.























