17:23 | 2020-06-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ასე შეიცვლება ამინდი დღეს საღამოდან 6 ივნისის დილამდე – ნახეთ პროგნოზი

ასე შეიცვლება ამინდი დღეს საღამოდან 6 ივნისის დილამდე – ნახეთ პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 ივნისს, დღის ბოლოდან 4 ივნისის დილამდე და 4 ივნისის საღამოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

 

SOS !! მოზარდის ფოტომ, რომელსაც სახეზე ინფექცია აქვს, რუჯის მოყვარულები პანიკაში ჩააგდო - რას ამბობენ სპეციალისტები
2020-06-02SOS !! მოზარდის ფოტომ, რომელსაც სახეზე ინფექცია აქვს, რუჯის მოყვარულები პანიკაში ჩააგდო - რას ამბობენ სპეციალისტები

 

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

 

ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X