20:56 | 2020-06-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ტრამპი: „გასულ ღამეს ვაშინგტონში პრობლემები არ ყოფილა, მადლობა პრეზიდენტ ტრამპს“

ტრამპი: „გასულ ღამეს ვაშინგტონში პრობლემები არ ყოფილა, მადლობა პრეზიდენტ ტრამპს“

„გასულ ღამეს ვაშინგტონსა და მინეაპოლისში პრობლემები არ ყოფილა. ბევრი დაპატიმრება განხორციელდა. მადლობა პრეზიდენტ ტრამპს“, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს. 

 

„გასულ ღამეს ვაშინგტონში პრობლემები არ ყოფილა. ბევრი დაპატიმრება განხორციელდა. ყველამ შესანიშნავი საქმე შეასრულა. დიდი ძალები იყო მობილიზებული. ანალოგიურად მინეაპოლისშიც. (მადლობა პრეზიდენტ ტრამპს)“ , – წერს ტრამპი. 

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში უკვე რამდენიმე დღეა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს აპროტესტებენ, რომელიც დაკავების დროს პოლიციელის გულგრილობისა და არაადამიანური ქმედებების გამო დაიღუპა. მის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X