23:27 | 2020-06-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საქართველოში კორონავირუსის 800-მდე შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში კორონავირუსის 800-მდე შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 800-მდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

თუმცა მონაცემები ჯერჯერობით მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე არ განახლებულა.

 

„დილისთვის გვქონდა 796 შემთხვევა და ვიდრე თქვენთან მოვდიოდი, ოთხი შემთხვევა დაგვემატა, 800 შემთხვევა გვაქვს კოვიდდადებითი.

 

ერთი გახლავთ ცნობილი კლასტერიდან, ბოლო კლასტერის კონტაქტია, რასაც ხალხში საბურთალოს კლასტერს ეძახიან. სამი არის ტრაილერის მძღოლი, ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

 

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს მძღოლები არიან კარანტინში ან თვითიზოლაციაში, 400-მდე ასეთი მძღოლი გამოვიკვლიეთ და აქედან არის ეს სამი შემთხვევა.

 

ისინი იყვნენ კარანტინში და საფრთხეს არ წარმოადგენენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X