
გუდაურის საკარანტინო სივრცეში ანალიზების არევის გამო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი მოხვდა. ინფრომაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.
ის რუსეთიდან 20 დღის წინ ჩამოვიდა და კარანტინის გავლის შემდეგ სოფელში 31 მაისს დაბრუნდა.
სპეციალისტებმა შეცდომა 2 დღის შემდეგ აღმოაჩინეს და 44 წლის მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს.
მამაკაცი გამოკვლევებზეა. ოჯახი თვითიზოლაციაშია.
ასევე, დღეს გავრცელდა ინფრომაცია, რომ საქართველოში კორონავირუსით მე-13 პაციენტი გარდაიცვალა.






















