11:34 | 2020-06-03 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ე.წ. კანონიერი ქურდის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით სულ 13 პირი შიმშილობს

ე.წ. კანონიერი ქურდის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით სულ 13 პირი შიმშილობს

უკვე რამდენიმე დღეა, ბათუმში იუსტიციის სახლთან  ე.წ კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის საქართველოში ექსტრადირების ან გათავისუფლების მოთხოვნით 13 პირი შიმშილობას აგრძელებს.

 

როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მისი და, ირინა გორაძე აცხადებს, საქართველოს მხრიდან ოფიციალურ პასუხს ელოდებიან.

 

„რა იქნება შემდეგ არ ვიცით. იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, თუ რა პასუხს მივიღებთ. ზღაპარს და გამამართლებელ განაჩენს არ ვითხოვ მე. დამნაშავეა. საქართველოში რომ იყოს რა დაშავდება? არაფერს ვედავები და იურიდიულ საკითხებზე პასუხს არ ვთხოვ. კანონს არ ვცდებით. მეორე წელია ამაზე პასუხს ვითხოვთ,“- აცხადებს ირინა გორაძე.

 

 

უნდა მოვერიდოთ... სახეზე ხელი ავიფაროთ! - ყვავებმა ზურაბ გურიელიძესაც ცემეს
2020-06-03უნდა მოვერიდოთ... სახეზე ხელი ავიფაროთ! - ყვავებმა ზურაბ გურიელიძესაც ცემეს

 

მინდია ლავასოღლი 2018 წელს ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაუსწრებლად გაასამართლეს. ის განაჩენის გამოტანის დროის საქართველოში არ იმყოფებოდა. გასულ წელს ავასოღლი თურქეთში დააკავეს.

 

 

საექსტრადიციო პატიმრობის ექვსთვიანი ვადა 2020 წლის 28 თებერვალს ამოიწურა. თუმცა მეორე დღეს ლავასოღლიხელახლა დააპატიმრეს.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X