13:23 | 2020-06-03 ავტორი: Prime Time

ოკუპირებულ ცხინვალში COVID-19-ით ინფიცირების კიდევ 3 შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ ცხინვალში COVID-19-ით ინფიცირების კიდევ 3 შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 45-მდე გაიზარდა.

 

ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, დღეს დილით ე.წ. სამხრეთ ოსეთში ინფიცირების კიდევ 3 შემთხვევა დადასტურდა.

 

მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებულია ერთი ექიმი და ორი სამხედრო სასწავლებლის კურსანტი.

 

ოკუპირებულ ცხინვარლში საერთო ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 45 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 31 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

 

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
2020-06-03საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ავტორი: Prime Time

X