
გარდაცვლილ მეცამეტე პაციენტს კორონავირუსთან ერთად მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. ყოველ დღე, როდესაც კომენტარებს ვაკეთებდით, ვამბობდით, რომ გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება“.
მისი თქმით, ბოლოს რეტესტირების შემდგომ აღმოჩნდა, რომ ნეგატიურია PCR ტესტით, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს იმ თვალსაზრისით, რომ მთელი ეს სიმძიმე მისი მდგომარეობის მაინც განაპირობა კოვიდინფექციამ, რომელიც იყო წამყვანი, ჩამრთველი მექანიზმი, ყველა მისი თანხმლები დაავადების დამძიმების.
„უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი პაციენტი მაინც კოვიდით გარდაცვალებული პაციენტების რიგს განეკუთვნება. “, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 800 შემთხვევა არის დადასტურებული.
ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 640-ს შეადგენს.























