
„ჩემს შვილს მამა აღარ ჰყავს… ის ვეღარასდროს ნახავს როგორ იზრდება მისი ქალიშვილი“,- ჯორჯ ფლოიდის ცოლი სიტყვით გამოსვლისას ატირდა.
„რამის თქმა აუცილებელი არ არის, მაგრამ მე მაინც მინდა ეს გავაკეთო. ძალიან მიჭირს სიტყვებისთვის თავის მოყრა.
მაგრამ მინდა, რომ ყველამ იცოდეს – დღის ბოლოს ყველა სახლში წავა და თავის ოჯახთან ერთად იქნება. მაგრამ ჩემს შვილს მამა აღარ ჰყავს.
ფლოიდი ვეღარასდროს ნახავს როგორ იზრდება მისი ქალიშვილი, ვერასდროს ნახავს მის სტუდენტობას, ის ვეღარასდროს ისეირნებს მასთან ერთად.
ეს პრობლემაა, მას მამა სჭირდება.
მე აქ ვდგავარ ჩემი პატარასა და ჯორჯის გამო. მე მინდა აღდგეს სამართიალობა მისთვის, რადგან ის კარგი კაცი იყო, არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობენ სხვები. ის იყო კარგი. და ეს ბავშვი ამისი მტკიცებულებაა“,- ამბობს ფლოიდის ცოლი.
📌 ჯორჯ ფლოიდის ცოლის ძალიან ემოციური გამოსვლა – მან ცრემლები ვერ შეიკავა
📌 ჯორჯ ფლოიდის ცოლის ძალიან ემოციური გამოსვლა – მან ცრემლები ვერ შეიკავა
Posted by Prime Time on ოთხშაბათი, 03 ივნისი, 2020
შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა. მის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა.























