16:46 | 2020-06-03 ავტორი: Prime Time

მხატვარი, რომელიც ნახატებს წაშლის გარეშე, უშეცდომოდ ქმნის

მხატვარი, რომელიც ნახატებს წაშლის გარეშე, უშეცდომოდ ქმნის

31 წლის ზურა ტოტიკაშვილი, თელავში, ელენე ახვლედიანის სახელობის ქუჩაზე, ელენე ახვლედიანის სახლის გვერდით მდებარე ბინაში ცხოვრობს.

 

სახლი, სადაც ბავშვობა გაატარა, მემკვიდრეობით, ბებიამ დაუტოვა.

 

„ამ ადგილს თითქოს გენეტიკური მეხსიერება აქვს ასეთი- უნდა იგრძნო და დახატო.

 

მე სად შევედრები, მაგრამ ელენე ახვლედიანის სახლიც აქ არის.

 

ბავშვობაში თელავში ვცხოვრობდით, მერე თბილისში გადავედით.

 

ხუთი თვეა, ისევ აქ დავბრუნდი, სახლი ბებიამ მე დამიტოვა“,- ყვება ზურა.

Xatuna Guliashvili-ს ფოტო.

ხატვა ბაღში დაიწყო. მასწავლებლებს მაშინვე აკვირვებდა სულ პატარა ბიჭის უცნაური კომპოზიციები. მისი ნახატები, ბავშვისას არ ჰგავდა.

 

„ყველას უკვირდა, ფიგურების კომპოზიციური განაწილება. უცნაურია, მაგრამ, თითქოს ბავშვის ნახატებს არ ჰგავდა. მთელი ცხოვრება ვხატავდი.

 

ერთხანს იყო ვითარება, გავჩერდი, მაგრამ სურვილი, ემოცია, განცდა არ გასვენებს და ისევ მოვკიდე ხელი ჩემს საქმეს. ყველა ნახატი, ჩემი თვალით დანახულ ვიღაცის ცხოვრებას, ლექსს, რაღაც ამბავს ასახავს“, – ამბობს ზურა.

Xatuna Guliashvili-ს ფოტო.

სწორედ ასეა შექმნილი ნახატები ქვეყნის გმირულ წარსულზე, ემიგრანტებზე, პანდემიაზე.

 

ზურა ტოტიკაშვილი ხატავს ყველაფრით – ფანქრით, საღებავით და რაც ყველაზე უცნაურია, საწერი კალმით.

 

ნახატებს საწერი კალმით, ის ლაივში, წაშლის გარეშე, უშეცდომოდ ქმნის. ეს მისი შემოქმედების უნიკალური მხარეა. ზურა ამბობს, რომ ამ ტექნიკას ვერსად ასწავლიან.

 

„არ ვიცი, როგორ ხდება. წაშლა არ მჭირდება, არც შეცდომას ვუშვებ. ამას არსად ასწავლიან. ჩემი აზრით, მთავარია გრძნობდე, ფიქრში შეცდომას ხომ არ ვუშვებთ.

 

ჰოდა, ეს ნაფიქრალ- განცდილი გადმომაქვს.

 

ასე დავხატე ქართველი ემიგრანტები, რომლებსაც, დარემუნებული ვარ, სულ მუდამ სამშობლო ენატრებათ“, – ამბობს მხატვარი.

 

ზურა წიგნების ამკინძავია, მაგრამ ახლა ერთ- ერთ კომპანიაში მუშად მუშაობს.

 

თვითნასწავლი მხატვარი გოგონა, რომელიც ფიროსმანის ნახატების ასლებს ხატავს
2020-05-12თვითნასწავლი მხატვარი გოგონა, რომელიც ფიროსმანის ნახატების ასლებს ხატავს

 

უნიკალურად შესრულებული კომპოზიციების გარდა, კედლებზე ბარელიეფსაც აკეთებს.

 

ბარელიეფს დიდი დრო და ენერგია სჭირდება, მაგრამ მხატვარი ამბობს, რომ, როცა შედეგი ჩანაფიქრს გავს, მძიმე შრომა დაღლლილობას არ იწვევს.

 

ბარელიეფს ორი თვე მაინც სჭირდება, მაგრამ შედეგის მიღება უდიდესი სიამოვნებაა.

 

ეს არის ჩემი საქმე და ცხოვრების აზრი, სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია.

 

ემოცია რომ მოდის, იმას ვერავინ გაუმკლავდება, უნდა გადმოიტანო, რა მნიშვნელობა აქვს, ქაღალდია, თუ კედელი?“ – გვეუბნება ხელოვანი.

 

ზურა ტოტიკაშვილმა უკვე ხუთი თვეა თბილისი დატოვა და საცხოვრებლად მშობლიურ ადგილებს დაუბრუნდა.

 

თელავში მუშაობს, მამაპაპეულ სახლს საკუთარი ხელით აკეთებს და თან მშობლიურ ადგილებს ხატავს.

 

როგორც თავად ამბობს, “„სხვა სიმშვიდეა ამ პატარა ქალაქში, აქაურ ფანჯრებში ჩემი ბავშვობის სინათლე ჩანს“.

ავტორი: Prime Time

X