22:04 | 2020-06-03 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

პოლიციის თანამშრომლის მიერ ახალშობილის ცხედრის გადაგდება არის დეზინფორმაცია – შსს-ს განცხადება

პოლიციის თანამშრომლის მიერ ახალშობილის ცხედრის გადაგდება არის დეზინფორმაცია – შსს-ს განცხადება

გლდანის ხევში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულია შესაბამისი პირები და გამოძიება მიმდინარეობს.

 

უწყება ასევე, უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ფაქტზე დაკავებული იყო არასრულწლოვანი გოგონა.

 

 

შემზარავი ტრაგედია გლდანში - დედამ ჩვილი ნაგავში გადააგდო
2020-06-02შემზარავი ტრაგედია გლდანში - დედამ ჩვილი ნაგავში გადააგდო

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება 2020 წლის 2 ივნისს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს.

 

2020 წლის 2 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მიერ შემოვიდა შეტყობინება, რომ ნაპოვნი იქნა ჩვილი. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა.

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

შემთხვევის ადგილზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის ახალშობილის ცხედარი გადასვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ შესაბამისი პირები, რომლებიც, შესაძლოა, ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას შემთხვევის შესახებ. მათ შორის, მოწმის სახით, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით გამოიკითხა არასრულწლოვანი გოგონა. საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

 

„ეგ ბავშვი დამნაშავე არ იყო!.. დედა ამბობს, ალბათ თავს მოვიკლავო“ - ჩვილის მკვლელობაზე დაკავებულის მეზობელი
2020-06-03„ეგ ბავშვი დამნაშავე არ იყო!.. დედა ამბობს, ალბათ თავს მოვიკლავო“ - ჩვილის მკვლელობაზე დაკავებულის მეზობელი

 

გამოძიება გრძელდება ყველა შესაბამისი ვერსიის გადამოწმებისა და რელევანტური მტკიცებულებების შეგროვების მიზნით.

 

რაც შეეხება ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასრულწლოვანი გოგონას დაკავებასთან, ასევე, პოლიციის თანამშრომლის მიერ ახალშობილის ცხედრის გადაგდებასთან დაკავშირებით, არის დეზინფორმაცია.

 

მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესიდან და საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, აღნიშნული თემის გაშუქებისას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი მოთხოვნები და არ მოახდინონ არასრულწლოვნის უფლებების შელახვის პროვოცირება.

 

არასრულწლოვანი, რომელმაც ბავშვი გააჩინა და ნაგავში გადააგდო, შესაძლოა ძალადობის მსხვერპლი იყოს
2020-06-03არასრულწლოვანი, რომელმაც ბავშვი გააჩინა და ნაგავში გადააგდო, შესაძლოა ძალადობის მსხვერპლი იყოს

 

შეგახსენებთ, გუშინ დილით, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელმა, გლდანის ხევში ახალშობილი ჩვილის გვამი იპოვა.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X