00:32 | 2020-06-04 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ეროვნული გამოცდების ჩატარების დრო ცნობილია

ეროვნული გამოცდების ჩატარების დრო ცნობილია

ნაეკი“ ეროვნული გამოცდების ჩატარებას ივლისის პირველ რიცხვებში გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ https://edu.aris.ge/ ავრცელებს.

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად შესაბამის მოწყობილობებს და აქსესუარებს ყიდულობს.

 

უწყება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განუმარტავს, რომ გამოცდების ჩატარება ივლისის პირველ რიცხვებშია დაგეგმილი და საგამოცდო ცენტრები ყველა საჭირო ინვენტარით უნდა იყოს აღჭურვილი.

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების დაწყება იგეგმება 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში და საორიენტაციოდ გაგრძელდება ერთი თვე.

 

გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საჭირო საქონლითა და მომსახურებით“,- ვკითხულობთ „ნაეკის“ მიმართვაში.

 

რა გავლენა მოახდინა გამოცდების ჩატარებაზე კორონავირუსმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
2020-05-30რა გავლენა მოახდინა გამოცდების ჩატარებაზე კორონავირუსმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

 

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სადეზინფექციო საშუალებებისთვის 27 500 ლარს გადახდას გეგმავს, სამედიცინო მოწყობილობისათვის კი – 266 250 ლარს. შესყიდვის ჯამური თანხა 1 676 270 ლარია.

 

შეგახსენებთ, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

 

იგივე პერიოდში გასამართ პედაგოგთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე კი – 19 600 აპლიკანტი. მათ გარდა საგამოცდო სივრცეები მაგისტრობის მსურველებს და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს უნდა დაეთმოს.

 

განათლების სამინისტროსა და „ნაეკის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროცესი მედიკოსების რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება და მონაწილეების ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X