
რუსი მეცნიერი, პროფესორი ალექსანდრე ბოტვინკინი განმარტავს, როდის წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში ანტისხეულები კორონავირუსის მიმართ და რამდენ ხანს ძლებს იმუნიტეტი.
მისი თქმით, იმუნოგლობულინი გამომუშავდება არა მხოლოდ მაშინ, როცა დაავადების კლინიკურად გამოხატული სურათია, არამედ უსიმპტომო შემთხვევებშიც.
ბოტვინკინი ამბობს, რომ ინფიცირების პირველი კვირის ბოლოს ორგანიზმში წარმოიქმნება М კლასის ანტისხეულები (IgM). ის მას „დაცვის პირველ ხაზს“ არქმევს. ეს ხაზი სწრაფად ქრება. მეორე კვირის ბოლოდან კი ჩნდება G კლასის იმუნოგლობულინი.
ანტისხეულების საერთო რაოდენობა პიკს მეორე-მესამე თვეს აღწევს.
„ამ დროს ანტისხეულები ძირითადად G კლასის იმუნოგლობულინით არის წარმოდგენილი. ისინი ორგანიზმში თითქმის ერთი წელი, ან მეტხანს რჩება“ – განმარტავს პროფესორი























