
შესაძლოა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა კენჭი მაჟორიტარად საბურთალოს რაიონში იყაროს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ თაკო ჩარკვიანმა, გავრეცელებული ინფორმაცია ჩარკვიანმა არც უარყო და არც დაადასტურა.
„თავს შევიკავებ ამ საკითხზე საუბრისგან. რა თქმა უნდა ამ საკითხზე იყო საუბარი.
„პარტია კანონი და სამართალი“ არის ხალხის გვერდით, ჩვენ კულუარებში არ ვილაპარაკებთ.
პირველი ინფორმაცია საზოგადოებას ექნება. როგორც კი ჩამოვყალიბდებით, აუცილებლად თქვენი ეთერით გაიგებს საზოგადოება.
რომ არ მოგატყუოთ, ქუჩაში სიყვარულის განცდა კი მაქვს ხოლმე, მაგრამ პოლიტიკა სხვა რამეა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სიცოცხლეში დაცვით არ მივლია.
სოლოლაკიც ჩემი უბანია იქ ვიზრდებოდი მამაჩემის გამო, ვერაც ჩემი უბანია ბებიაჩემის გამო, საბურთალოზე დავიბადე და გავიზარდე. არ იცით როგორ ურთიერთობები მაქვს ქუთაისში, ვერ გეტყვით რომელს ამოვარჩევ.“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
Posted by აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი on ოთხშაბათი, 03 ივნისი, 2020























