17:43 | 2020-06-04 ავტორი: Prime Time

ყველაზე დიდი რისკი, რაც ნიღბის ტარებას ახლავს… – რას ამბობს პედიატრი ქეთი ლობჟანიძე

ყველაზე დიდი რისკი, რაც ნიღბის ტარებას  ახლავს… – რას ამბობს პედიატრი ქეთი ლობჟანიძე

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი პედიატრი, ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით, პირბადის ტარება, ბევრი ადამიანისთვის ზიანის მომტანი იქნება.

 

“რა რთულია გაუთვითცნობიერებული ხალხისთვის ტყუილ-მართლის გარჩევა ამ აბსურდულ ლოგორეაში! ყურადღების მისაქცევად ადამიანების შეცდომაში შეყვანა არის მავნებლობა!

 

ვისაც გიცნობთ ყველა ვიცი ვინ რა ხართ - ნეკა დოროყაშვილის კრიტიკოსებს მისი მეგობარი მიმართავს
2020-06-04ვისაც გიცნობთ ყველა ვიცი ვინ რა ხართ - ნეკა დოროყაშვილის კრიტიკოსებს მისი მეგობარი მიმართავს

 

აუცილებლად გაიკეთეთ ნიღბები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში!

 

კი ბატონო, სიმშვიდეა ჩვენთან, ვირუსიც თითქოს ძალას კარგავს, მაგრამ მეზობელი სომხეთის კატასტროფული სიტუაცია არ იძლევა თავის დამშვიდების საფუძველს!

 

არ ემორჩილება ეს ვირუსი კანონზომიერებებს და ნუ გარისკავთ, ჯერ ისევ არ არსებობს ვაქცინა და ეტიოლოგიური მკურნალობა!

 

რაც შეეხება შესაძლო სინკოპეს და კომას, ქირურგის პროფესია აღარ უნდა არსებობდეს ამ ლოგიკით, ნიღბებით საათობით ფეხზე მდგომებს უწევთ დაძაბული შრომა!

 

ყველაზე დიდი რისკი, რაც ახლავს ნიღბის ტარებას, ისაა, რომ ხალხი ვერ დაინახავს ჩვენს მშვენიერ ღიმილს, ეს კი მართლა დასანანია!

 

პ.ს. რაც მე კოვიდზე ვპოსტე, ვიფიქრე, მეშველა და შევეშვები ამ პროზაულ თემას, მაგრამ ამ მავნებლობებს ვერ ვატარებ, თან როცა ხალხი იჯერებს და საშიშ აბსურდს აზიარებს მასიურად!” – წერს პედიატრი.

ავტორი: Prime Time

X