19:15 | 2020-06-04 ავტორი: Prime Time

ახალი ჯარიმა კარანტინის წესის დარღვევისთვის – ფიზიკური პირი 2000 ლარით, იურიდიული პირი კი 10 000 ლარით დაჯარიმდება

ახალი ჯარიმა კარანტინის წესის დარღვევისთვის – ფიზიკური პირი 2000 ლარით, იურიდიული პირი კი 10 000 ლარით დაჯარიმდება

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარით. კანონპროექტი უკვე მზად არის.

 

პირბადის გარეშე თავშეყრის ადგილებში გადაადგილება 50 ლარით დაისჯება
2020-06-04პირბადის გარეშე თავშეყრის ადგილებში გადაადგილება 50 ლარით დაისჯება

 

იზოლაციისა და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევა ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

 

ამავე დოკუმენტის თანახმად, პირბადის გარეშე გადაადგილება დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივ თავშეყროს ადგილებში 50 ლარით დაისჯება.

 

ტაქსით 4-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილებისთვის კი მგზავრები და მძღოლი დაჯარიმდებიან 50-50 ლარით.

ავტორი: Prime Time

X