
“პანდემია არ დასრულებულა, ქვეყნები კორონავირუსის მეორე, დამანგრეველი ტალღისთვის უნდა მოემზადონ” – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ჰანს კლიუგემ Telegraph-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მან, ქვეყნები, რომლებმაც უკვე დაიწყეს სხვადასხვა შეზღუდვების მოხსნა, მკაცრად გააფრთხილა და აღნიშნა, რომ ეს დრო მსოფლიომ ვირუსის მეორე ტალღასთან გამკლავებისთვის უნდა გამოიყენოს.
ჰანს კლიუგეს თქმით, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის შემცირება არ ნიშნავს, რომ პანდემიაა სრულდება, რადგან ახლა ინფექციის ეპიცენტრი აღმოსავლეთია.
ასევე დაგაინტერესებთ: ახალი ჯარიმა კარანტინის წესის დარღვევისთვის – ფიზიკური პირი 2000 ლარით, იურიდიული პირი კი 10 000 ლარით დაჯარიმდება























