23:07 | 2020-06-04 ავტორი: Prime Time

ეს იყო გაგრძელება სააკაშვილის, მელიას და ოქრუაშვილის აღიარებების – მდინარაძე არველაძის განცხადებაზე

ეს იყო გაგრძელება სააკაშვილის, მელიას და ოქრუაშვილის აღიარებების – მდინარაძე არველაძის განცხადებაზე

პირადად მე, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მსჯელობენ ასეთ საკითხებზე, რადგან ზუსტად იციან, რომ არჩევნები მათი გამარჯვების გზა ვერ იქნება,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გიორგი არველაძის განცხადებას.

 

„აქ უბრალოდ გასაჯაროება მოხდა ერთი კონკრეტული ადამიანის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ ამ გეგმის.

 

ისინი ამ გზაზე ფიქრობენ, მაგრამ ეს გზა არის ასევე არარეალური, რადგან მათ ამის ძალაც არ ეყოფათ.

 

დღეს სახელმწიფო შემდგარი სახელმწიფოა და რევოლუციური სცენარიც დამარცხებისთვის არის განწირული და ბუნებრივია მათი პარტიაც“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

ჯაფარიძე არველაძის მოწოდებაზე: გაუძღვეს რევოლუციას, ვნახოთ ვინ გაჰყვება
2020-06-04ჯაფარიძე არველაძის მოწოდებაზე: გაუძღვეს რევოლუციას, ვნახოთ ვინ გაჰყვება

 

ემზადეთ რევოლუციისთვის – ასე მიმართა გიორგი არველაძემ ქართულ ოპოზიციას.

 

„შეწყვიტეთ თავის და ხალხის მოტყუება, რომ არჩევნებით რამე შეიცვლება! არჩევნები აღარ არსებობს! თუ გამარჯვება და ქვეყნის გადარჩენა გინდათ, თუ გაქვთ ლიდერობის ამბიცია და თუ ჯერ კიდევ არ ჩაგიქნევიათ ხელი საქართველოს მომავალზე, ემზადეთ რევოლუციისთვის!

 

თუ გამარჯვება და ქვეყნის გადარჩენა გინდათ, თუ გაქვთ ლიდერობის ამბიცია და თუ ჯერ კიდევ არ ჩაგიქნევიათ ხელი საქართველოს მომავალზე, ემზადეთ რევოლუციისთვის! გაფიცვები, პიკეტირება, დაუმორჩილებლობა…“

ავტორი: Prime Time

X