
მინეაპოლისში, ჯორჯ ფლოიდის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდზე მივიდა მინეაპოლისის მერი, ჯეიკობ ფრეი.
ქალაქის მერმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგო. იგი ჯორჯ ფლოიდის კუბოსთან მუხლებზე დაიჩოქა და ატირდა.
სამოქალაქო პანაშვიდს ასევე დაესწრნენ მინესოტას შტატის ხელისუფლების წარმომადგენლები და აშშ-ის კონგრესმენები.
ნახეთ დეტალურად: ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა






















