11:13 | 2020-06-05 ავტორი: Prime Time

დევი ჭანკოტაძე პოლიტიკაში გააქტიურებას გეგმავს

დევი ჭანკოტაძე პოლიტიკაში გააქტიურებას გეგმავს

გენერალი დევი ჭანკოტაძე, რომელმაც სამხედრო სამსახური 2012 წელს დატოვა, აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე

პოლიტიკურ საქმიანობაში გააქტიურებას გეგმავს.

 

„ლეიბორისტების“ ოფისში შეკრებილი „ფილარმონია ხალხი“ ხობის მაჟორიტარზე თუ ვერ შეთანხმდება ამომრჩეველმა უნდა იცოდეს - ჯაფარიძე
2020-06-04„ლეიბორისტების“ ოფისში შეკრებილი „ფილარმონია ხალხი“ ხობის მაჟორიტარზე თუ ვერ შეთანხმდება ამომრჩეველმა უნდა იცოდეს - ჯაფარიძე

 

აღნიშნულის შესახებ ჭანკოტაძემ ტელეკომპანია „პირველს“ განუცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დემოკრატიულად, არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. ჭანკოტაძე აღნიშნავს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და იმ დავალებებს შეასრულებს, რომელსაც პარტიისგან მიიღებს:

 

„თავიდანვე, როცა მოვიდნენ ხელისუფლებაში 2012 წელს, მოვიდნენ ტყუილი დაპირებებით. მათ გუნდში ამ პერიოდისთვის იყო ხალხი, ვისიც სჯეროდა, იყო პროდასავლური ხალხი, რომელსაც იმედი ჰქონდა, საქართველო დარჩებოდა პროდასავლურ კურსზე და გააგრძელებდა წინსვლას.

 

როგორც ვნახეთ, ეს ხალხი გამოეყო „ქართულ ოცნებას“ და დარჩნენ ადამიანები, რომელთაც გეზი რუსეთისკენ აქვთ. ენმ-ის ყრილობაზე მე გავაკეთე განცხადება, რომ შევდივარ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. ყველაზე დიდი წოდება მაქვს – რიგითი, როგორც იცით, რიგითი იგებს ომს.

 

ყველაფერს გავაკეთებ, ეს რეჟიმი რომ წყნარად, დინჯად, დემოკრატიულად, არჩევნების გზით გავაცილოთ პენსიაზე. მე რა დავლაებასაც მივიღებ პარტიისგან, იმას შევასრულებ – მე სამხედრო ვარ, უნდა მივიღო დავალება“, – ამბობს ჭანკოტაძე.

ავტორი: Prime Time

X