
„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივამ, თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6-ის დათმობის შესახებ, გაერთიანებული ოპოზიციაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია.
როგორც „პრაიმტაიმთან“ პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებამ გაერთიანებულ ოპოზიციაში გარკვეული დისონანსი შემოიტანა.
„8-დან 6 მაჟორიტარული ოლქის დათმობა სწორად არ მიმაჩნია, იცით რატომ?! ყველაფერი შეიძლება დავუთმოთ ერთმანეთს, მაგრამ ვის და რის ხარჯზე?!
რას ნიშნავს თმობ და ვის აძლევ? ამის შესახებ „ძალა ერთაობაშიას“ ყველა პარტიამ ხომ უნდა იცოდეს?! ამ ხმებს „ძალა ერთობაშიას“ აძლევ?!
გუშინდელმა ნიკა მელიას განცხადებამ გარკვეული დისონანსი შემოიტანა. რაღაცნაირად უნდა ვიმსჯელოთ და მოვიყვანოთ ისევ იმ მდგომარეობაში.
მსურს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობას“ გამარჯვება. მსურს ნამდვილი საბოლოო გამარჯვება. დაქსაქსულობით და „ძალა ერთობაშიას“ ფორმატის ნგრევით მხოლოდ სხვისი გეგმა განხორციელდება”-განაცხადა ჩარკვიანმა
მისივე თქმით, “ძალა ერთობაშიას” ფორმატი “ევროპული საქართველოს” დეპუტატმა გიგა ბოკერიამ დაანგრია.
„ძალა ერთობაშიას“ ფორმატი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი არა, ბოკერიამ დაანგრია. ეს ბოკერიას გეგმაა, რასაც სამწუხაროდ, ნაცებიდან რამდენიმე ადამიანი ვერ გრძნობს.
თქვენ ნახეთ ალბათ, საკანონმდებლო ორგანოში „ევროპულმა საქართველომ“ ერთხელ „ნაცმოძრაობას“ მოპარა ხმები. ხომ მათი ხმებით არიან შესულები?! რამე ახალს ხომ არ ვამბობ. იგივე რატომ არ განმეორდება?!“- განაცხადა ჩარკვიანმა.
ინფორმაციისთვის, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მისი პარტია თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6-ს თმობს. მისივე განცხადებით, დღეიდან „ნაცმოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიას გლდანსა და სამგორში დაიწყებს.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე























