12:43 | 2020-06-05 ავტორი: თამთა თორდია

არასდროს დავტოვებ ხატიას… ჩემი ცოლი მხოლოდ ჩემს დანახვაზე იცინის – გულის ამაჩუყებელი ისტორია

არასდროს დავტოვებ ხატიას… ჩემი ცოლი მხოლოდ ჩემს დანახვაზე იცინის – გულის ამაჩუყებელი ისტორია

სიყვარულის ისტორია სამეგრელოდან, რომელიც ახალგაზრდა გოგონას ხატიას და მის ქმარს ეხება. ხატიას იშემიური ინსულტის დიაგნოზი დაუსვეს და მას საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ჩემს ცოლს 25 წელი ყოველდღე ლექსებს ვუწერდი, მაშინაც კი როცა გარდაიცვალა - მსახიობის სიყვარულის სევდიანი ისტორია
2020-05-22ჩემს ცოლს 25 წელი ყოველდღე ლექსებს ვუწერდი, მაშინაც კი როცა გარდაიცვალა - მსახიობის სიყვარულის სევდიანი ისტორია

 

 

 

მისი ქმარი გადაცემა „სხვა ნანუკაში“ მათი ისტორიის შესახებ ყვება.

 

„ხატია 15 წლის ასაკში გავიცანი და ძალიან კარგად იყო, შეუღლებიდან 4 წლის შემდეგ ცუდად გახდა. ხატიას დედა მეუბნება შენს ცხოვრებას მიხედე, ახალგაზრდა ბიჭი ხარ, ოჯახი უნდა გყავდესო, მაგრამ არასოდეს არ მოხდება ისე, რომ მე ხატია დავტოვო.

 

მე მაქვს ცხოვრება, როცა ადამიანი გიყვარს რაც არ უნდა მოხდეს მუდამ გეყვარება. გულის სიღრმეში როცა ადამიანი გიყვარს და აფასებ ყველაფერს იზამ.

 

ჩემი ცოლი მხოლოდ ჩემს დანახვაზე იცინის. ერთადერთი რასაც ვოცნებობ მინდა, რომ ფეხზე დადგეს. ვნატრობ, რომ დამოუკიდებლად გაიაროს“, – ამბობს ხატიას ქმარი.

 

გოგონას დედა ამბობს, რომ ხატიას სარეაბილიტაციოდ 12 ათასი ლარია საჭირო.

 

„ჩემი გოგონა იყო 4 თვის გათხოვილი, როცა ჩემი უფროსი ვაჟი დაიღუპა. ერთ დღეს მითხრა თავი მტკივაო. წამოწვა ლოგინზე და მისი თვალების გამომეტყველება არ მომეწონა. დავურეკე სასწრაფოს, წავიყვანეთ კლინიკაში, დააწვინეს რეანიმაციაში. იშემიური ინსულტი დაუსვეს.

 

იმის შემდეგ 5 წელზე მეტია ასე ვართ, მიზეზი ვერ იპოვეს.

 

ჩემი შვილის სარეაბილიტაციოდ 12 ათასი ლარია საჭირო, ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს“, – ამბობს გოგონას დედა გადაცემა „სხვა ნანუკაში“.

 

დახმარების მსურველთათვის:

GE98BG0000000713442000

ან დარეკეთ ნომერზე 598 001 865

 

მეგრული სიყვარულის ამბავი

მეგრული სიყვარულის ამბავი.დახმარების მსურველთათვის : GE98BG0000000713442000ან დარეკეთ ნომერზე 598 001 865 ⭐ დაუმეგობრდით ნანუკას Instagram-ზე:https://www.instagram.com/nanukashow/

Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ოთხშაბათი, 03 ივნისი, 2020

ავტორი: თამთა თორდია

X