16:04 | 2020-06-05 ავტორი: Prime Time

ყურზე ოპერაცია გავიკეთე, რომ არ მოვმკვდარიყავი – „მასტერშეფის“ პოპულალური მონაწილე საკუთარ პრობლემაზე საუბრობს

ყურზე ოპერაცია გავიკეთე, რომ არ მოვმკვდარიყავი – „მასტერშეფის“ პოპულალური მონაწილე საკუთარ პრობლემაზე საუბრობს

„მასტერშეფის“ მესამე სეზონის ერთ-ერთი პოპულალური მონაწილე პაატა ჭონიაშვილი, იგივე პატრიკ ნოველსი საკუთარი თავის შესახებ ჰყვება.

 

გადაცემის ერთ-ერთ ეპიზოდში მან სმენასთან დაკავშირებულ პრობლემაზე იხუმრა. როგორც აღმოჩნდა, ეს პრობლემა მისთვის რეალურია.  როგორც პატრიკ ნოველსი „ფორტუნასთან“ საუბრისას ყვება, მას ყურზე 7-საათიანი ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, რაც სიცოცხლისთვის საშიში იყო.

 

ნაწყენი ვარ! - კოკი კიწმარიშვილი „მასტერშეფში“ განვითარებულ მოვლენებზე
2020-05-29ნაწყენი ვარ! - კოკი კიწმარიშვილი „მასტერშეფში“ განვითარებულ მოვლენებზე

 

„ჰგონიათ, რომ ვხუმრობ, მაგრამ ყურზე მართლა პრობლემა მაქვს და ცუდად მესმის… ყურის შიგნით, ღრუში მქონდა სიმსივნური წანაზარდი. დამიზიანდა ყური… ერთი ყურიდან საერთოდ არ მესმოდა. ოპერაცია გამიკეთეს იმიტომ, რომ რეალურად სიცოცხლის საკითხი იდგა, ან გადავრჩებოდი, ან ვერა. ოპერაცია გამიკეთეს იმიტომ, რომ არ მოვმკვდარიყავი. ყურში მესმის მხოლოდ 30%-ით, თუმცა მაინც მიჭირს გაგება. ახლოს უნდა მოხვიდე.“,- ამბობს პატრიკ ნოველსი.

 

როგორც თავად ამბობს, ამ პრობლემას იგი ყოველთვის იუმორით უყურებს და ნეგატიურად არასდროს განიხილავს.

 

„ჟიურის წევრებს ეგონათ, რომ ვეღადავებოდი… ამ ამბავზე მეგობრები კარგად ვიცინით ხოლმე. ყველას უყვარს ამის მოყოლა. მეც სახალისოდ მახსენდება. ასე მოხდა. შეკვეთით ხომ არ ხდება. გადავიტანე კარგად… საავადმყოფო არ მიყვარს და მეორე დღესვე გამომწერეს.

 

 

ამხელა ოპერაციის მერე ბინტაკრული მივედი სამსახურში. არჩევნების პერიოდი იყო და სამეგრელოში ქალს რომ გული წაუვიდა, მას გავაჯავრე.

 

ოღონდ მართლა გული მიმდიოდა, მაგრამ კომპანიისთვის ვიდეო მაინც გადავიღე. ტელეფონი არ გაჩერებულა ერთი კვირა, ისეთი გამოხმაურება მოჰყვა“,- ამბობს იგი.

ავტორი: Prime Time

X