15:45 | 2020-06-05 ავტორი: ნინი ტაველიძე

Twitter-მა წაშალა ვიდეოჩანაწერი, სადაც ტრამპი ჯორჯ ფლოიდზე საუბრობდა

Twitter-მა წაშალა ვიდეოჩანაწერი, სადაც ტრამპი ჯორჯ ფლოიდზე საუბრობდა

სოციალურმა ქსელმა Twitter-მა ვიდეოჩანაწერი წაშალა, რომელშიც დონალდ ტრამპი ჯორჯ ფლოიდზე საუბრობდა. ინფორმაციას ამის შესახებ variety-ი ავრცელებს.

 

ვიდეორგოლი დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და საავტორო უფლებების დარღვევისთვის წაშალეს.

 

 

ვიდეო სათაურით „მკურნალობა, არა სიძულვილი“ YouTube-ზე, Facebook-სა და Instagram-ზე კვლავ ხელმისაწვდობია.

 

 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ Twitter-მა დონალდ ტრამპის ტვიტი მინეაპოლისში განვითარებულ მოვლენებზე, ძალადობის შემცველად მიიჩნია და დაუჰაიდა. 

 

ცნობისთვის, ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა.

 

მის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა.

 

ნახეთ დეტალურად: ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა

ავტორი: ნინი ტაველიძე

X