20:20 | 2020-06-05 ავტორი: Prime Time

სასწავლო პროცესები უნდა განახლდეს! – ხათუნა ზახაშვილი

სასწავლო პროცესები უნდა განახლდეს! – ხათუნა ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სექტემბრიდან სასწავლო პროცესები უნდა განახლდეს.

 

ამის შესახებ ხათუნა ზახაშვილმა ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, პროცესების განახლების შემდეგ, დაცული უნდა იყოს ჰიგიენის ზოგადი წესები.

 

გრიპის ვაქცინა კორონავირუსის მეორე ტალღის შემსუბუქებას შეუწყობს ხელს! - აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი
2020-06-05გრიპის ვაქცინა კორონავირუსის მეორე ტალღის შემსუბუქებას შეუწყობს ხელს! - აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი

 

როგორც ზახაშვილი აცხადებს, რეკომენდაციებთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

„სასწავლო პროცესები უნდა განახლდეს, ქვეყანა განათლების გარეშე ვერ დარჩება და რა თქმა უნდა, გარკვეული რეგულაციები შეეხება სასწავლო პროცესებსაც, რაც, ჯერჯერობით ეფუძნება იმ ზოგად რეკომენდაციებს, რისკენაც მოვუწოდებთ საზოგადოებას. სასწავლო პროცესებს უნდა ესწრებოდნენ ჯანმრთელი ბავშვები და პედაგოგები. დაცული უნდა იყოს მაქსიმალურად ჰიგიენის ზოგადი წესები, რაც ნიშნავს კარგი პირობების შექმნას ხელების ჰიგიენის დასაცავად. სასწავლო ოთახები უნდა განიავდეს შეძლებისდაგვარად კარგად, ასევე ის სივრცეები, სადაც შეიძლება ბავშვების თავყრილობა მოხდეს. ამ რეკომენდაციებზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, გაჩნდება ახალი მტკიცებულებები, რომელიც მოგვცემს საშუალებას რეკომენდაციები იყოს მაქსიმალურად მორგებული სხვადასხვა ტიპის სასწავლო დაწესებულებებზე და მათი დაცვა უზრუნველყოფს სასწავლო პროცესების სწორად განახლებას,“ – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

 

დასახელდა ქვეყნები, საიდანაც საქართველო ტურისტებს წელსვე ელის 
2020-06-05დასახელდა ქვეყნები, საიდანაც საქართველო ტურისტებს წელსვე ელის 
ავტორი: Prime Time

X