12:43 | 2020-06-07 ავტორი: თათია ცუკოშვილი

რა წესების დაცვა მოუწევთ მგზავრებს აეროპორტსა და თვითმფრინავში

რა წესების დაცვა მოუწევთ მგზავრებს აეროპორტსა და თვითმფრინავში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, მიმდინარეობს ქვეყნის საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტების მომზადება რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად იმ გაიდლაინების მიხედვით, რომელიც საავიაციო სფეროსთვის გამოქვეყნდა.

 

,,ვემზადებით პირველი ივლისისთვის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად პრაქტიკულად მზად არის. მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მართვაში მყოფი შიდა აეროპორტების მომზადება ფრენებისთვის.

 

ხვალ რესტორნები იხსნება - როგორ უნდა მოხვდეთ სასურველ ადგილას
2020-06-07ხვალ რესტორნები იხსნება - როგორ უნდა მოხვდეთ სასურველ ადგილას

 

 

ყველა აეროპორტში ამჟამად მიმდინარეობს სპეციალური სტიკერებით მონიშვნა, რათა მგზავრებმა შეძლონ დაწესებული მეტრნახევრიანი დისტანციის დაცვა“ – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

 

მისივე თქმით, მგზავრებს პირბადის ტარება აეროპორტის გარდა თვითმფრინავის ბორტზეც მოუწევთ.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X