21:05 | 2020-06-07 ავტორი: Prime Time

ნუ იზეიმებთ გამარჯვებას ნაადრევად – რომის პაპი

ნუ იზეიმებთ გამარჯვებას ნაადრევად – რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ იტალიელებს მოუწოდა, რომ კორონავირუსთან მიმართებაში სიფრთხილე შეინარჩუნონ მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, ყველაზე ცუდი უკან დარჩა.

 

„ამ მოედანზე მცირე ოდენობით თქვენი ყოფნა მოწმობს, რომ იტალიამ პანდემიის ყველაზე მწვავე ფაზა გადალახა, მაგრამ ფრთხილად იყავით. ნუ იზეიმებთ გამარჯვებას ნაადრევად. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა დავიცვათ არსებული წესები, რადგან ისინი ვირუსის გამწვავების შესაძლებლობას თავიდან გვარიდებს”, – განაცხადა რომის პაპმა.

 

ვინ არის მუშა, რომელიც ბათუმში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
2020-06-07ვინ არის მუშა, რომელიც ბათუმში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ფრანცისკეს თქმით, სამწუხაროდ, სხვა ქვეყნებში ვირუსს ჯერ კიდევ ბევრი მსხვერპლი ჰყავს.

 

„გასულ პარასკევს ერთ-ერთ ქვეყანაში ყოველ წუთში ერთი ადამიანი კვდებოდა. ეს საშინელებაა. ვილოცოთ მათთვის”, – აღნიშნა პაპმა.

ავტორი: Prime Time

X