
ჯანდაცვის სამინისტრომ აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები დაამტკიცა. რეკომენდაციებში საუბარია წესებზე, რომლებიც მგზავრებმა ფრენის დროს უნდა დაიცვან.
გთავაზობთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ წესებს:
- გამგზავრების ტერმინალში და საჰაერო ხომალდიდან ჩამოსვლისას პერსონალს და მგზავრებს ტემპერატურას გაუზომავენ.
- თვალსაჩინო ადგილას განთავსდება განცხადებები (რამდენიმე ენაზე) COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
- მგზავრები/მომსახურე პერსონალი დაიშვება მხოლოდ დამცავი ნიღბით და ამ მხრივ გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ბავშვი.
ბორტზე შესასრულებელი რეკომენდაციები:
- მინიმუმამდე მცირდება მომსახურება, ბორტზე იკრძალება პროდუქტის გაყიდვა.
- ეკიპაჟის წევრები აღჭურვილნი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (ნიღაბი, სათვალე/დამცავი ფარი, ხელთათმანი).
- 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას აკრძალული იქნება მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში გამოიყენება წინასწარ შეფუთული და დალუქული საკვები.






















