16:14 | 2020-06-08 ავტორი: Prime Time

ემზარ კვიციანი აშშ-ის საელჩოსთან აქციებს იწყებს

ემზარ კვიციანი აშშ-ის საელჩოსთან აქციებს იწყებს

ვიდრე საარჩევნო ციებ-ცხელება იმატებს და პარტიები საარჩევნოდ ემზადებიან, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი აქციებსთვის ემზადება.

 

როგორც დეპუტატმა „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, ის ამერიკისგან „წართმეული თავისუფლების დაბრუნებას“ ითხოვს. კვიციანი განმარტავს, რომ ამერიკელებმა მასსა და 70 ათას ადამიანს ქონება წაართვეს და უკან აღარ უბრუნებენ.

 

ქმნის ახალ პარტიას თუ მიდის პოლიტიკიდან?! - ნარჩემაშვილი სამომავლო გეგმებზე
2020-06-08ქმნის ახალ პარტიას თუ მიდის პოლიტიკიდან?! - ნარჩემაშვილი სამომავლო გეგმებზე

 

„შიმშილობა ზოგადად ნათქვამია. აქციას ვიწყებ, ამას ხვალიდან დავიწყებ თუ ზეგიდან, არ არის დადგენილი, რადგან რაღაცას ველოდები.

 

აქციას დავიწყებ ამერიკის საელჩოს წინ. ვაპროტესტებ იმას, რომ თითის ქნევით დამნაშავე არ უნდა გამოუშვან ციხიდან და უდანაშაულოს ქონება უნდა დაუბრუნონ. ჯერჯერობით, ვერ გეტყვით ზუსტად, როდის ვიწყებ აქციებს, ალბათ, ამ კვირაში.

 

ამას აკეთებენ ამერიკელი კონგრესმენები. ჯერჯერობით, ერთი კაცი ვითხოვ, დარწმუნებული ვარ, მერე შემომიერთდება ის 70 ათასი კაცი, ვისაც ქონება წაართვეს და უკან აღარ უბრუნებენ.

 

ვითხოვ ამერიკისგან, რომ დაგვიბრუნოს წართმეული თავისუფლება“,- განაცხადა კვიციანმა.

 

Exclusive: ხუთი დეპუტატი ახალ პარტიას ქმნის
2020-06-05Exclusive: ხუთი დეპუტატი ახალ პარტიას ქმნის

 

კითხვაზე, რატომ ადანაშაულებს ქონების წართმევაში დეპუტატი ამერიკელებს? კვიციანი შემდეგნაირად გვპასუხობს:

 

„ქონება ამერიკელებმა კი არ წამართვეს, ამერიკელები და რუსები მართავენ საქართველოს ერთობლივად. როგორც ერთმანეთში მოილაპარაკებენ, ისე მიდის ყველაფერი. ვინ გამოაშვებინა ოქრუაშვილი ციხიდან – ბაბუაჩემმა თუ ამერიკელებმა?!

 

ვინ გამოაშვებინა დამნაშავე უგულავა ციხიდან – ამერიკელემა?! უდანაშაულოს რომ არ გიბრუნებენ ქონებას, ვინ აკეთებს ამას? ამერიკელები აკეთებენ, რა თქმა უნდა, ვითხოვ თავისუფლებას. იმიტომ არის, რომ ვერც მთავარი პროკურორი მორიგებაზე ვერ მოდის, ვერც მოსამართლე ღებულობს კანონიერ გადაწყვეტილებას, ამიტომ თავისუფლებას ვითხოვ.

 

უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას უკან არ მიბრუნებენ. ქონება უკანონოდ ჩამომართვა ქვეყნის გამყიდველმა მიხეილ სააკაშვილმა და მას ესენი უკან არ მიბრუნებენ. იმის დრო არ მაქვს, რომ ჩამორთმეული ქონება ჩამოვთვალო“,- განაცხადა კვიციანმა.

 

Exclusive: რა აკავშირებთ მეუფე ნიკოლოზსა და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ერთმანეთთან
2020-06-04Exclusive: რა აკავშირებთ მეუფე ნიკოლოზსა და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ერთმანეთთან

 

ამასთან, კვიციანი ხელისუფლებისგან შემდეგი მოთხოვნების შესრულებასაც მოითხოვს:

 

„არჩევნებში ხმის მიცემა სავალდებულო უნდა გახდეს.

 

მეორე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 446-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის ცვლილების შეტანასთნ დაკავშირებით, როდესაც ახალი გარემოებების შესახებ გაიგებ,ეს ერთი თვის ვადაში უნდა გაასაჩივრო, თუ ერთი თვის ვადაში ვერ მოასწარი გასაჩივრება, ეს მერე აღარ შეგიძლია.

 

ამ ერთთვიანი ვადის საერთოდ გაუქმება მინდა“,- განაცხადა კვიციანმა.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

 

ავტორი: Prime Time

X