19:47 | 2020-06-08 ავტორი: Prime Time

„მეყო ტყუილები! იმდენი ვიტყუე 2012-ში, სამი ცხოვრება მეყოფა“ – გუბაზ სანიკიძე პოლიტიკურ გეგმებზე

„მეყო ტყუილები! იმდენი ვიტყუე 2012-ში, სამი ცხოვრება მეყოფა“ – გუბაზ სანიკიძე პოლიტიკურ გეგმებზე

„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ჯერჯერობით, არ აქვს გადაწყვეტილი პარტიული სიით მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას.

 

Exclusive: ხუთი დეპუტატი ახალ პარტიას ქმნის
2020-06-05Exclusive: ხუთი დეპუტატი ახალ პარტიას ქმნის

 

როგორც სანიკიძემ განაცხადა, მისი პოლიტიკური გეგმების შესახებ ინფორმაცია საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების შემდეგ გასაჯაროვდება.

 

„ჯერ არაფერია გარკვეული. ჯერ საკონსტიტუციო ცვლილები მიიღოს ხელისუფლებამ და მერე გეტყვით ყველაფერს. მარჩიელობას ვერ დავიწყებ.

 

მაჟორიტარობას ვფიქრობ, თორემ გადაწყვეტილი არაფერი მაქვს. ჯერ ვერც გადავწყვიტავ, რადგან უაზრობა იქნება.

 

არ ვიცით, რა საარჩევნო კანონმდებლობა გვექნება. ბრძოლას რომ ვაპირებ, ეს დანამდვილებით ვიცი’,- განაცხადა სანიკიძემ.

 

კითხვაზე, ადასტურებს თუ არა სანიკიძე, რომ რაჭა-ლეჩხუმის მაჟორიტარად იყრის კენჭს? ოპოზიციის წარმომადგენელი გვპასუხობს, რომ ჯერჯერობით, აღნიშნულს ვერ დაადასტურებს.

 

„როგორ დაგიდასტუროთ, რაღაც რომ გითხრათ და რომ შეიცვალოს, მერე ატყდება ერთი ამბავი – გუბაზი კიდევ გვატყუებსო. მეყო ტუილები, იმდენი ვიტყუე 2012-ში, რომ მეყოფა ერთი სამი ცხოვრება“,- განაცხადა სანიკიძემ.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ავტორი: Prime Time

X