00:04 | 2020-06-09 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ამომრჩეველს აქვს განცდა, რომ არჩევანის გაკეთება უწევს არა მომავალზე, არამედ წარსულსა და აწმყოს შორის – გია ხუხაშვილი

ამომრჩეველს აქვს განცდა, რომ არჩევანის გაკეთება უწევს არა მომავალზე, არამედ წარსულსა და აწმყოს შორის – გია ხუხაშვილი

„ამომრჩეველს აქვს განცდა, რომ არჩევანის გაკეთება უწევს არა მომავალზე, არამედ წარსულსა და აწმყოს შორის.

 

ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

 

ექსპერტმა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და წამყვანის კითხვას: მოახერხებს თუ არა ოპოზიცია დაამარცხოს ხელისუფლება, ამ კითხვაზე ხუხაშვილმა ასე უპასუხა.

 

„ვფიქრობ, რომ დღევანდელ რეალობაში ორპოლუსიანობის საფუძველი არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ეს არჩევნები სულ სხვა სპეციფიკის მატარებელია.

 

თუ ადრე გვყავდა პირობითად ცუდი ხელისუფლება და საპროტესტო მუხტი იყო მაღალი, წარმოიშვებოდა სიახლე, წარმოიქნებოდა ახალი ლიდერი და ბრძოლა იმართებოდა პირობითად კეთილსა და ბოროტს შორის.

 

დავიბადე და გავიზარდე საბურთალოზე! - სად იყრის მაჟორიტარად კენჭს თაკო ჩარკვიანი
2020-06-04დავიბადე და გავიზარდე საბურთალოზე! - სად იყრის მაჟორიტარად კენჭს თაკო ჩარკვიანი

 

ამის ბაზაზე ხდებოდა ორპოლუსიანობა. დღევანდელი მოცემულობით ასეთი სურათია, გვაქვს წარსული, გვყავს ნაციონალური მოძრაობა და მის ორბიტაზე არსებული პარტიები. გვაქვს ასევე აწმყო და ორივე არის კომპრომიტირებული ამომრჩევლის დიდ ნაწილში.

 

თუ ადრე წარსულსა და მომავალს შორის იმართებოდა ბატალიები, დღეს სამი განზომილება შეიძინა ამ ყველაფერმა.

 

არის ბრძოლა აწმყოს, წარსულსა და მომავლის მოთხოვნილებას შორის. მომავლის მოთხოვნილება ძალიან დიდია. სამწუხაროდ პოლიტიკური ბაზარი ამომრჩეველს ჯერჯერობით ვერაფერს სთავაზობს ახალს.

 

აქედან გამომდინარე ამომრჩეველს აქვს განცდა, რომ არჩევანის გაკეთება უწევს არა მომავალზე, არამედ წარსულსა და აწმყოს შორის.

 

შესაბამისად ვარ დეგრადირებულ ფაზაში. მომავლის იმედი, ასეთი განცდა არ არსებობს. ის ადამიანები, რომლებიც ქართულ ოცნებას აძლევენ ხმას, უკეთესობის ცვლილებებს კი არ ელოდებიან, მათი ოცნებაა არ მოხდეს იმაზე უარესი რაც ახლაა. “ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X