10:54 | 2020-06-09 ავტორი: Prime Time

ინფიცირებული რვა ახალი შემთხვევიდან სამი ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია

ინფიცირებული რვა ახალი შემთხვევიდან სამი ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია

საქართველოში დღეს დადასტურებული კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ორი შემთხვევის პირველწყარო დაუდგენელია.

 

დაავადებას არ ავრცელებენ! - ჯანმო უსიმპტპომო პაციენტებზე
2020-06-09დაავადებას არ ავრცელებენ! - ჯანმო უსიმპტპომო პაციენტებზე

 

„დღეს ქვეყანაში ინფიცირების რვა ახალი შემთხვევა გვაქვს. თითქოს არ არის ბევრი, მეტიც გვქონია. სამწუხაროდ, რვა შემთხვევიდან სამი არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი.

 

კერძოდ ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლები. ორ შემთხვევაში წარმომავლობის თვალსაზრისით პირველწყარო ჯერ კიდევ გაურკვეველია.

 

ფაქტობრივად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რეალურად საუბრები ეპიდემიის დამარცხებაზე, სულ მცირე, უკიდურესად ნაადრევია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი: Prime Time

X