
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, მას უნდოდა COVID-ით ინფიცირებული ყოფილიყო. მისი თქმით, ვირუსის არ ეშინია.
„მინდოდა ეს ეტაპი ჩემს თავზე გამომეცადა, რათა ხალხის მდგომარეობა შემემსუბუქებინა.
როდესაც დეპრესიის პერიოდი დაიწყო, მე ჩემს გუნდს ვუთხარი – მოდი მე გავხდები ავად და იზოლაციაში მომაქციეთ.
მე ამას ნორმალურად გადავიტან. ასე ხალხი მიხვდება, რომ ეს საშიში არაა, ყველა შეიძლება გახდეს ავად. და ამას მათ ჩემი მაგალითით ვაჩვენებდი“,- ამბობს ზელენსკი.
თუმცა, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, შემდეგ მიხვდა ეს „ზედმეტი იქნებოდა“.
„ეს რთული არ იყო. მაგრამ ოჯახი ამას არ მაპატიებდა. ისინი მეტყოდნენ, რომ მე გიჟი ვარ და პრინციპში მართლებიც იქნებობდნენ“,- ამბობს ზელენსკი.























