14:28 | 2020-06-09 ავტორი: Prime Time

გაიცანით, 15 წლის ხელოვანი, რომელიც ძველ ნივთებს ახალ სიცოცხლეს აძლევს

გაიცანით, 15 წლის ხელოვანი, რომელიც ძველ ნივთებს ახალ სიცოცხლეს აძლევს

შეიძლება კარგი და საინტერესო საქმე „გაბრაზებულმა“ დაიწყო. აი, მაგალითად, რაღაცის შეძენა რომ მოგინდება, ვერსად იპოვი და იძულებული ხარ შენივე ხელი შექმნა.

 

სწორედ, ასე დაემართა ნინი კოღუაშვილსაც, როცა მოუნდა ჯინსის ქურთუკზე ვანგოგის ნახატი გადაეტანა, მაგრამ ვერავინ იპოვა შემსრულებული.

 

ნინი 15 წლისაა, ის ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. ამბობს, რომ ხატვით არის გატაცებული.

 

გოგონა ხელოვნებით პირველად სამი წლის დაინტერესდა, პირველი მისი ნამუშევარი იყო „ღამე ჰოლანდიაში“, რომელიც აკრილის საღებავებით შეასრულა.

 

თვითანსწავლი ხელოვანი

 

15 წლის თვითნასწავლ ხელოვანს ამ დროისთვის ათობით ნახატი აქვს შესრულებული.

ახალგაზრდა თვითნასწავლი ოსტატ-დეკორატორი სოფელ ურთიდან
2020-06-06ახალგაზრდა თვითნასწავლი ოსტატ-დეკორატორი სოფელ ურთიდან

 

ნინის ძირითადი მიმართულება ნახატების ნივთებზე, სამოსზე და ფეხსაცმელზე გადატანაა, რომელიც კარგადაც გამოსდის. უკვე შეკვეთებსაც იღებს.

 

ნინი ისეთ ნივთებს ირჩევს, რომელიც მოძველებულია, გაცრეცილია და გადასაგდებად არის გამზადებული. გოგონას სიამოვნებს, როცა ძალაგამოცლილი ნივთებს ახალ სულს აძლევს.

 

„მომწონს იმის ნახვა, უსარგებლოდ ჩათვლილი ნივთები, უცებ რომ ფასეული ხდებიან და გადაგდებას გადარჩებიან“, – ამბობს ნინი.

თვითნასწავლი ხელოვანი

 

სურს ხელოვნება და ბიზნესი ერთმანეთს დაუკავშიროს, მით უფრო, როცა ახლა უკვე შეკვეთებიც აქვს.

 

 

„ხატვა ჩემთვის განტვირთვის და ემოციებისგან დაცლის საშუალება არის. ძალიან ემოციური ვარ ზოგადად და ნამდვილად მეხმარება.

 

მხატვრობის პროფესიად ქცევა ნამდვილად არ მინდა, საერთოდ სხვა სფერო მაქ არჩეული ცხოვრების საქმიანობად.

 

ვფიქრობ, მხატვრობა მთელი ცხოვრება ჰობად რომ დავიტოვო იგივეს შევძლებ, რასაც პროფესიის პროფესიის შემთხვევაში“, – ამბობს ნინი.

 

ავტორი: Prime Time

X